სასწავლო პროექტი



1
პროექტის სახელწოდება
“ famous people of the 21st century ”
2
პროექტის მათავარი იდეა ( თემა ) 1 – 2 წინადადება
მოსწავლეები მოიძიებენ  და გაეცნობიან ინფორმაციას, მსოფლიოს  ცნობილი ადამიანების შსახებ
3
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეადგენენ კითხვარებს , რომელიც მოიცავს მსოფლიოში ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას.მოსწავლეები შეხვდებიან სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს ( VII - XII კლასის ჩათვლით ) . აღნიშნული კითხვების დახმარებით , ცნობილი გახდება , რომელ საფეხურზე უკეთ იცნობენ მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს 
4
პროექტის მიზანი
 მოსწავლეებს განუვითრდებათ პრეზენტაციის წარმოდგენის, თანამშრომლობითი უნარი და მოახდენენ სოციუმში აქტიურად ჩართვას. 
5
მონაწილეთა ასაკი
13–14 (  მე-9 კლასი )                                           
6
ვადები / ხანგრძლივობა
3 კვირა 
7
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ საინტერესო გახადონ თემა “famous people of the 21st century ”  სხვა საფეხურის მოსწავლეებისათვის, საჭიროა მოიპოვონ ინფრომაცია ინგლისურ ენაზე, დაამუშაონ და ასევე შექმნან ,, სლაიდ შოუ " , სადაც ასახული იქნება ამ 5 ცნობილი ადამიანის ცხოვრება.პროექტის ბოლოს ასევე შექმნიან კითხვარს(google drive ში შექმნილი კითხვარი) თანატოლებისთვის რითიც შეძლებენ შეამოწმონ მიღებული ცოდნა
8
პროექტისთვის საჭირო რესურსები
მარკერები , თაბახის ქაღალდები , პრინტერი, კომპიუტერი, პროექტორი.
9
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)
 აღნიშნული პროექტის შესასრულებლად საჭიროა 3 დღე :                                           
   I -დღე
მასწავლებელი ყოფს კლასს 5 ჯგუფად და სთხოვს თითოეულ ჯგუფს ჩამოწერონ 21 ე საუკუნის გამოჩენილი 10 ადამიანი. ჩამოთვლილი 50 ადამიანიდან მასწავლებელი სთხოვს მათ ამოირჩიონ 20  მათი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი, შემდეგ ამოირჩევენ ამ 20დან 5 ყველაზე ცნობილს და რეიტინგულს.
II დღე
მოსწავლეები ინგლისურ ენაზე მიაწოდებენ სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებს მსოფლიოს რამოდენიმე ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას.მოხდება პრეზრენტაცია( power point ის დახმარებით) და დისკუსია აღნიშნინულ თემებზე. მოსწავლეების მხრიდან ასევე  მოხდება '' სლაიდ შოუს "  ჩვენება. ( სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი მათი ცხოვრება ) . 
 
 III - დღე
 პროექტში მონაწილე მოსწავლეები სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ და შეაჯამებენ ინფორმაციას .
 დასასრულს მოხდება ინგლისურ ენოვანი კითხვარის შევსება(google drive ში შედგენილი კითხვარით)  სადაც მოსწავლეები უპასუხებენ შეკითხვებს უვე ნაცნობ თემასთან დაკავშირებით

 
10
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორია, ისტ -ი
უცხ.ს.V.17. მოსწავლეს შეუძლია მისთვის ნაცნობ თემებზე ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
გადმოსცემს წაკითხული/მოსმენილი ტექსტის შინაარსს;
გადმოსცემს ფილმის, წიგნის სიუჟეტურ ხაზს, გამოკვეთს მნიშვნელოვან დეტალებს;
აკეთებს რეზიუმეს, გადმოსცემს მთავარ თემას, განხილულ საკითხებს, ტექსტში ასახულ განსხვავებულ თვალსაზრისებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას;
საუბრისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს თემას;
შესავალ ნაწილში წარმოადგენს განსახილველ საკითხებს;
მოჰყავს ფაქტები, მაგალითები;
საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
გამოაქვს დასკვნა.

სამუშაო ენა : ქართული -ინგლისური

11
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი)
მაია კურტანიძე
12
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
maiakurtanidze25@gmail.com
13
პროექტის ვებ - გვერდი/ ბლოგი

6 comments:

  1. მაია, შესანიშნავი პროექტია

    ReplyDelete
  2. წარმატებები მაიკო

    ReplyDelete
  3. მაია, დარწმუნებული ვარ, შენი მოწაფეები კარგად გაართმევენ თავს ამ პროექტს.

    ReplyDelete
  4. მაია, საინტერესო პროექტი გაქვთ! ვადებში ვერ გავერკვიე 3 კვირაა თუ 3 დღე. გისურვებთ წარმატებას!

    ReplyDelete